Thursday, December 19, 2013

ქართული დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობა "ვეფხისტყაოსანში"

სასწავლო გეგმის ნიმუში
(პუნქტების მოკლე აღწერა)
1. გაკვეთილის თემა
გვხვდება თუ არა დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობა ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფის ფარგლებში
2. სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო IX
3. ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
ქართული მარიამ კუჭუაშვილი

4. მოსწავლეთა რაოდენობა


16
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

 6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან მაღალი და დაბალი შაირის მონაცვლეობას ერთ სტროფში
განუვითარდებათ დაკვირვებისა და კვლევის უნარი
7. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)

  • მიღებული ცოდნის გამოყენების უნარის შემოწმება
  • ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება
  • საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება
  • კვლევის უნარის განვითარება
8. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
 ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
·         იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე  დამყარებული არგუმენტები);
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
·         ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და შეაფასებს, რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;
·         ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.
9. წინასწარი ცოდნა
ვაცნობ გაკვეთილის მიზანს და აქტივობებს
გაიხსენონ რა არის შაირი და რით განსხვავდება ერთმანეთისაგან შაირის ორი სახეობა-მაღალი და დაბალი შაირი?
10. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
ტექსტზე დაკვირვება ჯგუფებში
ჯგუფური კვლევის შედეგების პრეზენტაცია ჯგუფის პრეზენტატორის მიერ
დასკვნითი პრეზენტაცია ერთ-ერთი მოსწავლის მიერ
11შეფასება
განმსაზღვრელი
12. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

სახელმძღვანელო
სამუშაო ფურცლები და კალმები.
ფორმატის ქაღალდი
საპრეზენტაციო უნარების შეფასების რუბრიკა





.
ქულები და კრიტერიუმები
კარგი (7-8)
საშუალო (4-6)
საუკეთესო (9-10)
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს იყენებს სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციას
იცავს მეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს
გამართულად მეტყველებს  აქვს მდიდარი ლექსიკა და სემოქმედებითად იყენებს ენობრივ საშუალებებს
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად. საკითხს აშუქებს თანმიმდევ-რულად
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად. საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევ- რულად
კონტაქტი აუდიტორიაში. თვალსაჩინოებების გამოყენება
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს. აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად
მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას
წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად იყენებს თვალსაჩი-ნოებებს
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს
პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს